ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, მაუნტის ხელფასი მანჩესტერ იუნაიტედში

ცნობილი გახდა, მაუნტის ხელფასი მანჩესტერ იუნაიტედში
თარიღი 30 ივნ 2023, 14:01
"ჩელსის" ნახევარმცველი მეისონ მაუნტი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა, "წითელ ეშმაკებთან" პირადი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდა.

როგორც The Telegraph-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნახევარმცველის ხელფასი ოლდ ტრაფორდზე კვირაში 290 ათასი ევრო იქნება. 

თუ დავამატებთ სხვადასხვა ბონუსებს, მაშინ მაუნტი ხელფასი შეიძლება გაიზარდოს 345 ათას ევრომდე. მთლიანობაში, "წითელ ეშმაკებთან" მთელი კონტრაქტის განმავლობაში, ნახევარმცველი დაახლოებით 90 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.