მოისწრაფიშვილი: "ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში ბურთით უფრო ჩვენ ვიქნებით"

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 1 ივლისს, დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.
30 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე, მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს - რამაზ სვანაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს.
გიორგი მოისწრაფიშვილი: "რთულ თამაშს ველოდებით. მეოთხედფინალში ისრაელის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.
ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში ბურთით უფრო ჩვენ ვიქნებით. ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ეს არის. ვიცით, რომ გადავსებული იქნება სტადიონი და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. გულშემატკივრები ძალიან დიდ ძალას გვაძლევენ თამაშის მსვლელობისას."

Nakrebi.ge