რეალმა ნაპოლის პრეზიდენტს დაურეკა - რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი სამეფო კლუბში?
გადაწყვეტილია, რომ მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, ხვიჩა კვარაცხელია ახალ სეზონშიც "ნაპოლიში" ითამაშებს.
იტალიური პრესა კი საიტნერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ კვარაცხელიას შეძენა მადრიდის "რეალს" სურდა.
"კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, რეალმა ნაპოლის პრეზიდენტს დაურეკა და შეთავაზება გაუკეთა, თუმცა დე ლაურენტისმა მის სანაცვლოდ მინიმუმ 150 ევრო მოითხოვა.
ანჩელოტის მიზანი კი ისეთი ფეხბურთელის ყიდვა იყო, ვინც 2 პოზიციაზე თამაშს შეძლებდა და არჩევანი ბელინგემზე გააკეთა.
ამას ისიც დაემატა, რომ კილიან მბაპემ პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა და რეალი მთლიანად ამ ტრანსფერზე გადაერთო", - წერენ იტალიელები.