"ორშაბათს ჩამოვა და კონტრაქტს გააფორმებს, მისი ძალიან გვეიმედება", - კლუბის დირექტორმა კვერნაძის სერია ა-ში ტრანსფერი დაადასტურა
„ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა, გუიდო ანგელოციმ Sky Sport Italy-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „დინამო ბათუმის" ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის ტრანსფერი დაადასტურა.
„გიორგი კვერნაძე კვირას შემოგვიერთდება. ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
კლუბს უკვე შევუთანხმდით. ერთადერთი, რაც მას კვარაცხელიასთან აქვს საერთო - ეს არის აგენტი. გიორგი ძალიან საინტერესო ბიჭია, მისი ძალიან გვეიმედება.
ტრანსფერს ძალიან იმედიანად ვუყურებთ და იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს.", - აღნიშნა ანგელოციმ.
Transfermarkt-ის ცნობით 20 წლის ქართველი შემტევის ღირებულება 500 ათას ევროს შეადგენს, თუმცა „ფროზინონეს" ის იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით მიყავს.