ბაიერნმა ზაბიცერის სატრანსფერო ფასი დაასახელა
"ბაიერნის" ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა გაიყიდოს.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ავსტრიელი მანჩესტერ "იუნაიტედში" იჯარით თამაშობდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელი არ იყიდა.
ზაბიცერმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ავსტრიელი მანჩესტერ "იუნაიტედში" იჯარით თამაშობდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელი არ იყიდა.
Bild-ის ცნობით, "ბაიერნი" მზად არის ამ ზაფხულს ავსტრიელს საბოლოოდ დაემშვიდობოს.
მიუნხენური გრანდი 29 წლის ნახევარმცველისთვის დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს. ფეხბურთელის კონტრაქტი "ბაიერნთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ზაბიცერმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.