ავტორიზაცია

მექვაბიშვილი: "პატარა პერიოდში ქვეყანა გავაერთიანეთ და ეს მახარებს, მაგრამ მთელი გუნდი ძალიან გულდაწყვეტილია"

მექვაბიშვილი: "პატარა პერიოდში ქვეყანა გავაერთიანეთ და ეს მახარებს, მაგრამ მთელი გუნდი ძალიან გულდაწყვეტილია"
თარიღი 02 Jul 2023, 00:00
საქართველოს 21-წლამდლთა ნაკრების კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა, ისრაელთან წაგების შემდეგ, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, აქ მოსულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. საერთოდ არ გაჩერებულან არცერთ თამაშზე, არასდროს. ვფიქრობ, რომ ამ პატარა პერიოდში საქართველო გაერთიანდა, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და ეს მახარებს.

მაგრამ მეორე მხრივ, დავმარცხდით, ძალიან დამწუხრებულია მთელი გუნდი. ჩემ ბიჭებს მადლობას ვუხდი იმისთვის რაც გაიღეს, თითოეულმა ყველაფერი დადო, უბრალოდ ეს ლატარეაა - ბოლოს არ გაგვიმართლა და რაღაც დაგვაკლდა, ალბათ იღბალი.

მინდა, ამ ბიჭებთან ძალიან დიდი დრო გავატარო და ვფიქრობ, რომ მათთან ერთად ქართველ ხალხს გავახარებთ.", - აღნიშნა გუნდის ნახევამრცველმა, რომლის სიტყვებსაც 1 არხი ციტირებს.