"მჯერა, ქართველ გულშემატკივარს კიდევ გავახარებთ", - გაგუას კომენტარი
ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გაცუდებული პენალტის ავტორმა, გიორგი გაგუამ გააკეთა.
"პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით! დიდი მადლობა თოთოეულ გულშემატკივარს რომელიც მოედნიდან ან გარედან გვბალეშიკობდა ერთად დიდი ისტორია დავწერეთ რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.
მადლობა სტაფს და ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვის და გვერდში დგომისთვის. ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის და გამხნევებისთვის დიდ მოტივაციას მაძლევთ რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და უფრო ძლიერი დავბრუნდე! მადლობა დიდი საუკეთესოები ხართ", - აცხადებს გაგუა.