მანჩესტერ სიტი უოკერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ინგლიელი ფლანგის მცველი კაილ უოკერი "ბაიერნის" ინტერესის მიუხედავად შესაძლოა მანჩესტერ "სიტიში" დარჩეს.
როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალური ქსელების საშუალებით იტყობინება, "ქალაქელების" ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.
უოკერსა და მანჩესტერურ კლუბს შორის არსებული კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულდამდეა გათვლილი.
ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში კაილმა 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი ყვითელი ბარათი მიიღო.
უოკერსა და მანჩესტერურ კლუბს შორის არსებული კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულდამდეა გათვლილი.
ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში კაილმა 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი ყვითელი ბარათი მიიღო.