"ევროპის ყველა ტოპ-გუნდს უნდა", - ლაპორტამ 18 წლის შემტევის მიმართ ინტერესი დაადასტურა
„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ გუნდი „ფენერბაჰჩეს" ვუნდერკინდით, არდა გიულერით ინტერესდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსას" მომავალი სპორტული დირექტორი 18 წლის შემტევის ტრანსფერზე უკვე აქტიურად მუშაობს. „ბარსელონას" გარდა, გიულერით აქტიურად ინტერესდება მადრიდის „რეალიც".
„ის ძალიან ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელია და სიმართლეა, რომ ჩვენი სკაუტები მას საკმაოდ დიდი ხანია აკვირდებიან. ევროპის ყველა ტოპ-კლუბს სურს მისი წაყვანა და ჩვენ „ფენერბაჰჩესთან" ვართ მოლაპარაკებებში.
ჩვენი ეკონომიკური გეგმა ლა ლიგამ დააკმაყოფილა. მაგრამ, მეტი გვინდა. ამჟამინდელი სიტუაციით ვერ ვკმაყოფილდებით - ევროთასებზე მომატება გვინდა და სწორედ ამიტომ ვძლიერდებით." - აღნიშნა ლაპორტამ.
ცნობისთვის, გიულერის გამოსასყიდი თანხა 17.5 მილიონ ევროს შეადგენს.