ავტორიზაცია

ოფიციალურად: საქართველომ ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა - ევროს ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

ოფიციალურად: საქართველომ ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა - ევროს ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
თარიღი 03 ივლ 2023, 01:10
საქართველო-რუმინეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ყველა ნახევარფინალური წყვილი გაირკვა. 

პირველ მატჩში ინგლისმა პორტუგალიას 1:0 მოუგო, მეორეში კი უკრაინამ საფრანგეთს 3:1 სძლია. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები გავიდნენ. 

სამწუხაროდ, დღევანდელი შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის ყველანაირი შანსი დაკარგა. 

შანსის შენარჩუნებისთვის საჭირო იყო, რომ ნახევარფინალში ინგლისიც და საფრანგეთიც გასულიყვნენ. ასეთ შემთხვევაში, 7 ივლისს, ოლიმპიადის საგზურისთვის უკრაინას შევხვდებოდით. 

თუმცა, უკრაინელებმა ოლიმპიადის საგზური ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლით გაინაღდეს და ამ მატჩის საჭიროება აღარ დგას. 

ამრიგად, ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატის ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება. 

5 ივლისს, ჯერ 20:00-ზე და შემდეგ 23:00-ზე ერთმანეთს ამ თანმიმდევრობით ისრაელი-ინგლისი და ესპანეთი-უკრაინა დაუპირისპირდებიან. 

ფინალური დაპირისპირება 8 ივლისს გაიმართება.