ავტორიზაცია

მილანისთვის მორატას ტრანსფერი პრიორიტეტია

მილანისთვის მორატას ტრანსფერი პრიორიტეტია
თარიღი 03 ივლ 2023, 11:32
ესპანელი ცენტრფორვარდი ალვარო მორატა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. 

30 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მილანი" იჩენს. "როსონერის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. 

ამის შესახებ ინსაიდერი დანიელ ლონგო იტყობინება.

"მილანმა" მორატას სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. კლუბი მზადაა მის შესაძენად 12-15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში მორატამ მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა. თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.