"რა პოზიციებზე გაძლიერდება ბარსელონა?" - პრეზიდენტის კომენტარი
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ ახალი სეზონისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმები განიხილა.
"მომავალ სეზონში კვლავ ლა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ, მაგრამ ამბიციები გაგვეზარდა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც გვინდა.
ამისთვის კი გაძლიერებაა საჭირო. იგეგმება რამდენიმე ტრანსფერო. ბარსელონა მცველის და ნახევარმცველის პოზიციებზე გაძლიერდება, თავდასხმის ხაზში პრობლემები არ გვაქვს.
თუ რომელიმე ფეხბურთელი წავა, ფინანსური წესების დაცვით, უფრო მეტი მოთამაშის დამატება შეგვეძლება", - განაცხადა ლაპორტამ.