ავტორიზაცია

მანჩესტერმა ონანას ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა - ინტერის პასუხი ცნობილია

მანჩესტერმა ონანას ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა - ინტერის პასუხი ცნობილია
თარიღი 04 ივლ 2023, 01:45
უკვე დიდი ხანია იწერება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდება "ინტერის" მეკარის, ონანას შეძენით.

იტალიური პრესის ცნობით, წითელმა ეშმაკებმა ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთეს და "ინტერს აფრიკელი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს.

თუმცა ცნობილია "ინტერის" პოზიციაც. მილანელები ამ თანხას არ დათანხმდნენ და ონანას სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონს ითხოვენ.

სავარაუდოდ, ტენ ჰაგის გუნდი მეკარის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს არ გადაიხდის და ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.