ავტორიზაცია

ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედს ონანას ტრანსფერის თაობაზე ულტიმატუმი წაუყენა

ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედს ონანას ტრანსფერის თაობაზე ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 04 ივლ 2023, 11:30
მილანის "ინტერს" არ სურს ანდრე ონანის ტრანსფერზე მანჩესტერ "იუნაიტედთან" მოლაპარაკებების გადადება.

"წითელი ეშმაკების" პირველი შეთავაზება - 40 მილიონი ევრო პლუს 5 მილიონი ბონუსები - ნერაძურის ხელმძღვანელობამ უარყო. 

მილანური გუნდი იმედოვნებს, რომ 27 წლის კამერუნელის გაყიდვიდან გაცილებით დიდ თანხას გამოიმუშავებს. 

ჟურნალისტი ალფრედო პედულას თქმით, "ინტერმა" გარიგების ბოლო ვადა 20 ივლისი დააწესა. ეს მანჩესტერ "იუნაიტედს" მხოლოდ ორ კვირაზე მეტს უტოვებს, რათა მეკარის ტრანსფერზე შეთანხმდეს.