ავტორიზაცია

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
თარიღი 04 ივლ 2023, 12:31
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელმა "ჰატაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ჰატაისპორში" აქამდე კიდევ ერთი ქართველი საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

აბურჯანია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობის გამოდიოდა.