ავტორიზაცია

როგორი იქნება ოსიმენის ახალი კონტრაქტის დეტალები ნაპოლიში?

როგორი იქნება ოსიმენის ახალი კონტრაქტის დეტალები ნაპოლიში?
თარიღი 04 Jul 2023, 17:29
იტალიური პრესის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობილია, რომ ნეაპოლელები მათ მთავარ ბომბარდირს კონტრრაქტს კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივებენ.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ოსიმენის წლიური შემოსავალი 7 მილიონი ევრო იქნება, ამას დამატებული ბონუსები. ხოლო თუ ფეხბურთელმა ვადაზე ადრე წასვლა მოინდომა, მის სანაცვლოდ ნებისმიერ გუნდს მინიმუმ 100 მილიონის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოსიმენი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი შეძენით "ბაიერნი" და "პსჟ" ინტერესდებიან.