ფერდინანდი: "როგორც ჩანს, დე ხეა მანჩესტერიდან წავა და ეს სულაც არ მადარდებს"
რიო ფერდინანდის აზრით, დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს.
როგორც ცნობილია, „წითელი ეშმაკები" „ინტერის" გოლკიპერის, ანდრე ონანას ტრანსფერზე მუშაობენ. დე ხეას კი გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ოფიციალურად, ამჟამად თავისუფალი აგენტია.
„მწვრთნელს ახალი მეკარე უნდა. როგორც ჩანს, კლუბმა თქვა: "დავიდ, შენი ამბავი დამთავრებულია", - ეს ძალიან სამართლიანი მგონია.
სულაც არ მაღელვებს, თუ მას წასვლა მოუწევს, ყველაფერი კარგად არის. თავის დროზე, „მანჩესტერიდან" უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც წასულან. მე მგონია, რომ დავიდი კარგად იქნება.
თუმცა, საბოლოოდ ეს ასე მუშაობს.", - აღნიშნა ინგლისელმა.