ოფიციალურად: პსჟ-მ გალტიეს წასვლა დაადასტურა

კრისტოფ გალტიე "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი აღარ არის.
მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.
გალტიე "პსჟ"-ს 2022/2023 წლების სეზონში წვრთნიდა. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგეს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელები მერვედფინალურ ეტაპზე "ბაიერნთან" დამარცხდნენ.
ლუის ენრიკე, სულ მალე, "პსჟ"-ს ახალი მეთაური გახდება. შეგახსენებთ, რომ სპეციალისტი ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია.
ლუის ენრიკე, სულ მალე, "პსჟ"-ს ახალი მეთაური გახდება. შეგახსენებთ, რომ სპეციალისტი ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია.