» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩების ანონსი



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი www.iveriabet.com ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელი მატჩების ანონსს გთავაზობთ. A ჯგუფი "ატლეტიკო" - "ოლიმპიაკოსი" (23:45) "ოლიმპიაკოსი" მიმდინარე გათამაშებაში საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბერძნებს 4 ტურის შემდეგ "იუვენტუსის" მსგავსად 4 ქულა აქვთ და ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ. თუ დღეს სტუმრებმა ქულა მაინც აიღეს, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრება, რადგან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ოლიმპიაკოსი" "მალმიოს" დაუპირისპირდება, ტურინელები კი "ატლეტიკოსთან" გაარკვევენ უძლიერესის სტატუსს. "ატლეტიკომ" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და 1 წააგო, "ოლიმპიაკოსმა" კი ბოლო 4-დან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. ტრავმის გამო, ესპანელებს მირანდა დააკლდებათ. მცირე დაზიანება აღენიშნება მანჯუკიჩს. "ოლიმპიაკოსი" დურმაზს და გიანულიზს მოისაკლისებს. ასევე, საეჭვოა მანიატისის თამაშიც. "მალმიო" - "იუვენტუსი" (23:45) "ბებერი სინიორა" ჩინებული განწყობით ხვდება მოახლოებულ ჯახს. ტურინელებმა ბოლო 4 მატჩში 15 გოლი გაიტანეს. მათ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ლაციო" 3:0 გაანადგურეს. სერია ა-ს წარმომადგენლებს დღეს მხოლოდ გამარჯვება თუ დააკმაყოფილებთ. "იუვე" ტრავმის გამო ბარცალის, ასამოას და კასერესს მოისაკლისებს. საეჭვოა ევრას, ოგბონას და პეპეს თამაშიც. შვედები სრული შემადგენლობით ემზადებიან. მხოლოდ ჰამარს აწუხებს მცირე დაზიანება. B ჯგუფი "ბაზელი" - "რეალი" (23:45) აღნიშნული მატჩი უდიდესს ინტერესს იწვევს. "რეალს" ბოლო 14 მატჩი მოგებული აქვს, "ბაზელს" კი - ბოლო 5! გარდა ამისა, შვეიცარიელებს ბოლო 4 მატჩში გოლი არ გაუშვიათ. მეტიც, მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სახლში 2 მატჩი გამართეს ("ლივერპულთან" და "ლუდოგორეცთან") და ორივე მოიგეს - 5 გოლი გაიტანეს და საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. მოკლედ, სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, რომ "სამეფო გუნდს" შვეიცარიაში ისეთი იოლი მატჩი არ ელის, როგორიც "ბერნაბეუზე" გამართა 2 თვის წინ- მაშინ "ბაზელი" 5:1 განადგურდა. თან, ამჟამად "ბაზელი" 6 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოესი მდევარი "ლივერპული" კი 3 ქულით მე-3-ზე, ასე რომ, მოტივაცია უდიდესია. სტუმართა მხრიდან, ტრავმირებულნი არიან ხესე და მოდრიჩი. საეჭვოა ილიარამენდის თამაშიც. "ბაზელი" ტრავმირებულ ივანოვს მოისაკლისებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სიოს, სტრელერის და ჰაკას თამაში. "ლუდოგორეცი" - "ლივერპული" (23:45) ძალიან ცუდ ვითარებაშია "ლივერპული". მერსისაიდელებმა ბოლო 4 მატჩი წააგეს, თანაც დღეს აუცილებლად უნდა დააგროვონ ქულები, თუ ფლეი-ოფში გასვლა სურთ, არა და, ბულგარეთში თამაში "რეალსაც" გაუჭირდა. "წითლებს" ტრავმირებული ფლანაგანი, სტარიჯი და სუსო არ ეყოლება. საეჭვოა ბალოტელის, ენრიკეს, ჰენდერსონი და სახოს თამაშიც. მასპინძლებს მხოლოდ ერთი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავთ - ბეჟაკი. C ჯგუფი "ზენიტი" - "ბენფიკა" (21:00) C ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი 4-ვე გუნდს აქვს. გამოკვეთილი ლიდერი "ლევერკუზენია" 9 ქულით. მეორეზე მყოფ, "მონაკოს" 5 ქულა აქვს, "ზენიტს" და "ბენფიკას" კი 4-4. სანკტპეგერბურგელების და ლისაბონელებიც ეროვნულ ჩემპიონატებში ლიდერები არიან. "ბენფიკამ" ამ მატჩამდე კარგი სტარტი აიღო, როცა ზედიზედ 4 მეტოქე დაამარცხა, "ზენიტს" კი ბოლო 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 წაგება აქვს. მასპინძლები უდანაკარგოდ ხვდებიან პორტუგალიელებს. მცირე ეჭვს იწვევს კერჟაკოვის თამაში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ის მინდორზე პირველივე წუთიდან გავა. რაც შეეხებათ სტუმრებს, ტრავმირებულ ელისეუს და სილვიუს მოისაკლისებს. "ლევერკუზენი" - "მონაკო" (23:45) გერმანელები ამ მატჩის მოგებით ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებენ, "მონაკოს" კი წაგება შესაძლოა ლიგიდან გავარდნად დაუჯდეს. გუნდებს 2-2 ფეხბურთელი დააკლდებათ დაზიანებების გამო. "ბაიერ 04" პაპადოპულოსს და რეინარცს მოისაკლისებს, "მონაკო" კი - კურჟავს და ლოპესს. D ჯგუფი "არსენალი" - "დორტმუნდი" (23:45) "მეთოფეებს" დორტმუნდში წაგებული მატჩის (2:0) გამო რევანში აქვთ ასაღები. აღსანიშნავია, რომ "არსენალმა" ბოლო 3 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, "დორტმუნდს" კი ბოლო 3 შეხვედრაში 2 მოგება და 1 ფრე აქვს. იურგენ კლოპის გუნდი 12 ქულით პირველ ადგილზეა, "არსენალი" კი მეორე ადგილს "ალამაზებს" 7 ქულით. ორივე კლუბში მრავლად არიან ტრავმირებული ფეხბურთელები. არსენ ვენგერის განკარგულებაში არ იქნებიან დებუში, დიაბი, ოსპინა, იოზილი, შესნი და უილშირი. "დორტმუნდს" ტრავმირებული მარკო როისი დააკლდება. გარდა ამისა, მცირე დაზიანება აწუხებთ ბენდერს, ბლაშიკოვსკის, ჰუმელსს, კირხს, ნური შაჰინს და პაპასტატოპულოსს. საეჭვოა ლონდონელი დენი უელბეკის თამაშიც. "ანდერლეხტი" - "გალათასარაი" (23:45) შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ორ გუნდს შორის გაირკვევა ევროპა ლიგაზე გამსვლელის ვინაობა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ჯახს პრინციპული ფონი გასდევს. თურქებს დისკვალიფიცირებული ძემაილი არ ეყოლებათ. აგრეთვე, საეჭვოა ჰაკან ბალთას და სემი კაიას თამაში. "ანდერლეხტი" ტრავმირებულ სუარეზს მოისაკლისებს. მცირე დაზიანება აღენიშნებათ დეფურს და ნ'შაკალას. მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: www.iveriabet.com fsonebi preview

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პრემიერ ლიგის ბოლო დაუმარცხებელი გუნდიც დამარცხდა - ევერტონი სენტ-მერიზე დაეცა

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში „ევერტონი“ „საუთჰემპტონთან“ 2:0 დამარცხდა.

დღეს, 20:00

რამდენ მატჩს გამოტოვებს ფილიპე კოუტინიო?

როგორც გითხარით, ფილიპე კოუტინიომ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

დღეს, 19:53

ფლიკი: "სანემ რამდენიმე ვარჯიში კლოზესთან ერთად ჩაატარა და ეს ძალიან წაადგა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ლეროი სანეზე ისაუბრა.

დღეს, 19:50

ფონსეკა: "სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:44

ბრწყინვალე შესრულება - ქვილითაიამ ანორთოსისში გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" ""აპოელს" უპირისპირდება და 2:0 ამარცხებს.

დღეს, 19:37

აზარი განაცხადშია! ზიდანმა გლადბახთან მატჩის შემადგენლობა დაასახელა

მადრიდის „რეალმა“ „გლადბახთან“ საჩემპიონთალიგო მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

დღეს, 19:30

რამდენი გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯის დამარცხებით?

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, სატიტულო ბრძოლაში ხაბიბ გეიჯი დაამარცხა.

დღეს, 19:19

ლივერპულმა ვან დეიკის შემცვლელის თაობაზე საბოლოო არჩევანი გააკეთა?

„ლივერპული“ ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

დღეს, 19:11

მენდი VS კეპა - როგორია ჩელსის მეკარეების სტატისტიკა ამ სეზონში?

სენეგალელმა ედუარდ მენდიმ „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 19:08

ლიუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის დიდებული რეკორდი დაამხო

„პორტიმანის“ ტრასაზე პორტუგალიის გრან-პრი დასრულდა.

დღეს, 19:05

დესტი: "ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩემს პირველ კლასიკოში დავმარცხდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერჟინიო დესტმა, „რეალთან“ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 16:59

ისევ დადებითი - რონალდუ კოვიდ19-თან დროში მარცხდება

„იუვენტუსის“ თავდამხსმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კოვიდ19-ზე კვლავ დადებითი ტესტი ჩააბარა.

დღეს, 16:55

ბარსელონამ კოუტინიო დაკარგა

„ბარსელონას“ შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ, ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:52

ბარსელონას დირექტორი: "ეს უბრალოდ სკანდალია! მუნუერა, იდინახ**"

„ბარსელონას“ დირექტორი, ხავი ვილაჯოანა, კლასიკოში არბიტრის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 16:00

ოფიციალურად: ერთ დროს იმედისმომცემი ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო, საუდის არაბეთში წავიდა

საუდის არაბეთის კლუბმა, „ალ-ჰილალმა“, ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 15:29

16 წელიწადში, სერხიო რამოსმა ლა ლიგაში არცერთი კლასიკო არ გამოტოვა

სერხიო რამოსმა ლა ლიგის 31-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 15:25

"საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია", - კუმანი რეალთან მარცხს სოც.ქსელში გამოეხმაურა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „რეალთან“ წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დღეს, 14:20

ნევილი: "ალბათ, ვან დე ბეკი ფიქრობს, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებო"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 14:16

ჯონ ჯონსი უკმაყოფილოა, რომ დანა უაიტმა ხაბიბს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, ჯონ ჯონსი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით...

დღეს, 14:13

მაკგრეგორმა გეიჯის ბრძოლას სამარცხვინო უწოდა

UFC-s ორი წონით კატეგორიის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაგრეგორმა, ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 14:09

"ხაბიბი წავიდა, იმიტომ რომ კონორის ეშინია", - მაკგრეგორის მეგობარი

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის მეგობარი, დილონ დენისი, ხაბიბის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 14:00

მანჩესტერ იუნაიტედმა 48 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1972/73 წლების სეზონში დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა, წერს Opta Sport.

დღეს, 11:54

დე ხეა: "მანჩესტერ იუნაიტედი მეტს იმსახურებდა, ჩელსი მეკარემ გადაარჩინა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ "ჩელსისთან" (0:0) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

დღეს, 11:46

"გუნდს ვან დე ბეკი არ სჭირდება", - ნევილის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ევრამაც გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ "ეშმაკუნების" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

საინტერესო ფაქტი: რონალდუს წასვლის შემდეგ, მესის კლასიკოში გოლი არ გაუტანია

საინტერესოა, თუ როდის გაიტანა უკანასკნელად "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ "კლასიკოში" გოლი.

დღეს, 11:38

ელ კლასიკოს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა: რეალმა ბარსელონას გადაასწრო!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "რეალს" უმასპინძლა და დამარცხდა - 1:3.

დღეს, 11:31

სერია ა-ს კლუბმა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "ბოლონია" სტუმრად "ლაციოსთან" დამარცხდა - 1:2.

დღეს, 11:24

"არ მესმის, რატომ იყიდა მანჩესტერმა ვან დე ბეკი", - ნევილის კრიტიკული განცხადება

"მანჩესტერის" ექს-მცველმა, გარი ნევილმა "აიაქსიდან" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 11:20

ციფრები: ლევანდოვსკის შთამბეჭდავი სტატისტიკა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში

"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს.

დღეს, 11:15
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10