მადრიდის რეალი მოდრიჩს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ახალ თანამდებობას სთავაზობს
მადრიდის "რეალს" საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის გუნდში დატოვება სურს.
სავარაუდოდ, ნახევარმცველი გადაწყვეტილებას მომავალი სეზონის ბოლოს მიიღებს.
Sportske-ს ცნობით, "სამეფო კლუბმა" მოდრიჩს გუნდში ახალი როლი უკვე შესთავაზა.
Sportske-ს ცნობით, "სამეფო კლუბმა" მოდრიჩს გუნდში ახალი როლი უკვე შესთავაზა.
ამავდროულად, მადრიდის "რეალი" ლუკას საშუალებას მისცემს აირჩიოს რა თანამდებობის დაკავება სურს. ხორვატს აქვს ვარიანტები, სცადოს თავი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად ან დაიკავოს კლუბის ელჩის პოზიცია.