კონტრაქტი გაფორმებულია - ქართველი ფეხბურთელი მონტენეგროში ითამაშებს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ გიგაშვილი კარიერას მონტენეგროს გუნდ "მლადოსტში" გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება გასულ თვეს შედგა, გიგაშვილი მონტენეგროში ჩაფრინდა და კლუბმა ის უვკე წარადგინა.
"ფეხბურთელები და სტაფი ბევრ რამეში მეხმარებიან. ცოტა ენის ბარიერი მაქვს, რადგან აქ ყველა სერბულად საუბრობს. მსურს, სერბული ვისწავლო და ეს ბარიერი მალე დავძლიო. ბიჭებს ადვილად შევეჩვიე და ადაპტაციის პრობლემა არ მქონია. ახლა ჩემი მიზანია რაც შეიძლება მალე ავითვისო გუნდის სათამაშო სტილი.
თელავში თამაშით ბედნიერი ვიყავი. მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს, ვისთან ერთადაც ამ გუნდში მიმუშავია, განსაკუთრებით გია ცეცაძეს, ვის ხელშიც ძალიან განვვითარდი. მადლობა გულშემატკივარს. ისინი საუკეთესოები არიან და ისინი მეტს იმსახურებენ. წარმატებები და მადლობა", - ამბობს გიგაშვილი.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გიგაშვილმა "თელავის" მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა.