ალ ხელაიფი: "მბაპეს გადაწყვეტილებით შოკირებული ვიყავი, ჩვენი პოზიცია მტკიცე და გასაგებია"
„პსჟ-ს" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს დროის ულტიმატუმი წაუყენა.
ფუნქციონერის თქმით, პარიზელთა შემტევს ორი კვირა აქვს გადასაწყვეტად - ის ან კონტრაქტს ახანგრძლივებს და გუნდში რჩება, ან წელსვე მიდის.
„სრულ შოკში ვიყავი, როცა გავიგე რომ მბაპეს უფასოდ უნდა წასვლა. ის შესანიშნავი ბიჭია, ჯენტლმენი, ასე რომ უფასოდ წასვლა და ქვეყნის უდიდესი კლუბის ასე დასუსტება, ეს მასზე არ არის. შოკირებული და იმედგაცრუებული ვიყავი.
მბაპეს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა აქვს. თუ მას დარჩენა უნდა და ეს ჩვენც რა თქმა უნდა გვსურს, მაშინ კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს. თუ არადა, მაშინ კარი ღიაა. ვერცერთი ადამიანი ვერ იდგება კლუბზე მაღლა, ვერცერთი ფეხბურთელი და ვერც მე.
ჩვენი პოზიცია მტკიცე და გასაგებია, მბაპე უფასოდ ვერ წავა. ეს არის უბრალოდ გამორიცხული, შეუძლებელია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გუნდს უფასოდ არ დატოვებს, ეს არ მოხდება.
კილიანმა სიტყვიერი პირობა მომცა, რომ უფასოდ არ წავიდოდა, ასე რომ ჩემი ბრალი არ არის, თუ მან ახლა აზრი შეიცვალა." - აღნიშნა ალ ხელაიფიმ.
ასე რომ, ახლა ყველაფერი მბაპეს ხელშია და როგორც ჩანს, უახლოეს ორ კვირაში მბაპეზე სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ.