ავტორიზაცია

u21: საქართველოს გამნაწყებელი ისრაელი უშანსოდ გავარდა - ევროს პირველი ფინალისტი ცნობილია

u21: საქართველოს გამნაწყებელი ისრაელი უშანსოდ გავარდა - ევროს პირველი ფინალისტი ცნობილია
თარიღი 05 Jul 2023, 23:03
ბათუმში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი გაიმართა.

„აჭარაბეთ არენაზე" საქართველოს ნაკრების გამნაწყენებელი ისრაელის 21-წლამდელთა გუნდი ინგლისის თანატოლებს დაუპირისპირდა. 

შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მე-17 წუთზე გიბს-უაითმა პენალტი გააცუდა, თუმცა 42-ე წუთზე მანვე მოახერხა ანგარიშის გახსნა და თავისი გუნდის დაწინაურება.

მეორე ტაიმში სმიტ როუს პასით პალმერმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 90-ზე კი არჩერმა მოახერხა წერტილის დასმა და ისრაელისთვის გამანადგურებელი ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, ინგლისმა 8 ივლისს ბათუმში ფინალურ მატჩში მონაწილეობა გაინაღდა, მეორე ფინალისტის ვინაობას კი ესპანეთის და უკრაინის ნაკრებები ამ წუთებში არკვევენ.