ავტორიზაცია

2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები და სტადიონები ცნობილია

2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები და სტადიონები ცნობილია
თარიღი 13 Nov 2025, 15:22
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩატარდება. ასევე ცნობილია იმ სტადიონების სია, რომლებიც თამაშებს უმასპინძლებენ. ცხადია, ყურადღების ცენტრში იქნება უემბლი, სადაც გაიმართება ევროს ფინალი, იქამდე კი 1/2 ფინალიც.

უემბლის გარდა, სანაკრებო დაპირისპირებებს კიდევ რვა სტადიონზე ვიხილავთ. აქვე დავამატებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი დაიწყება 2028 წლის 9 ივნისს, დასრულდება კი 9 ივლისს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ქალაქებისა და სტადიონების სრული ჩამონათვალი.

2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები და სტადიონები

ლონდონი — უემბლი, ჰოტსპურ სთეიდიუმი
ბირმინგემი — ვილა პარკი
კარდიფი — მილენიუმი
დუბლინი — ავივა
გლაზგო — ჰემპდენ პარკი
ლივერპული — ჰილ დიკინსონი
მანჩესტერი — ეტიჰადი
ნიუკასლი — სენტ ჯეიმს პარკი