ტორპედო საინტერესო ტრანსფერს ამზადებს - ბრიტანელი ფორვარდი ქუთაისში?
ქუთაისის "ტორპედო" ევროტურნირებისთვის და ეროვნული ლიგის სეზონის მეორე ნახევრისთვის გაძლიერებას განაგრძობს.
ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელები აქტიურ მოლაპარაკებებს შოტლანდიელ თავდამსხმელთან, ბრიუს ანდესრონთან აწარმოებენ.
ანდერსონი ამჟამად "ლივინგსტონის" ფეხბურთელია. ჩვენთვის ცნობილია, რომ კლუბები დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ.
"ტორპედო" პირადი კონტრაქტის დეტალებს თავად ფეხბურთელთანა აგვარებს და თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ანდერსონი "ტორპედოში" ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ იმერულ კლუბს შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ ტრანსფერი აქტიურადაა ჩართული.
24 წლის ბრიუს ანდერსონი "აბერდინშიც" თამაშობდა. მას შოტლანდიის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 21 გოლი აქვს გატანილი.