პსჟ-მ მბაპე გააფრთხილა, რომ მისი გაჯიუტების გამო, გუნდს სხვა ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს
„პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეს გრძნობებზე თამაშსაც ცდილობს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდი გააფრთხილეს, რომ კლუბს მისი რამდენიმე თანაგუნდელის გაყიდვა მოუწევს, თუ ის გაჯიუტებას გააგრძელებს და გუნდიდან მომავალ ზაფხულს უფასოდ წავა.
ხელმძღვანელობაში ხვდებიან, რომ შეუძლებელია მბაპეზე ზეწოლა მოახდინო და ან კონტრაქტი გაახანგრძლივებინო, ან წელსვე აიძულო. თუმცა, „პსჟ-ს" მთავარი ვარსკვლავის გაისად უფასოდ დაკარგვა კატეგორიულად არ სურს.
ამის გამო, ისინი მბაპეს გრძნობებზე თამაშს ცდილობენ და თანაგუნდელების იძულებითი გაყიდვის შესახებაც შეატყობინეს.
ყველაფერი იქით მიდის, რომ უახლოეს პერიოდში, მბაპეს საგა ახალ ელფერს შეიძენს და მისი ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური გახდება.