მილანმა ვილიარეალს ჩუკვუეზეს თაობაზე ოფიციალურად მიმართა

„მილანმა" „ვილიარეალს" ნიგერიელი შემტევის, სამუელ ჩუკვუეზეს ტრანსფერის თაობაზე მიმართა.
The Athletic-ის ინფორმაციით, „როსონერი" მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
24 წლის ფეხბურთელს გუნდის შეცვლა ამ ზაფხულსვე სურს და „მილანთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.
ლა ლიგის 2022/23-სეზონში ჩუკვუეზემ 37 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.