ფაბრიციო რომანო: "ბაიერნში მამარდაშვილის ტრანსფერი ვალენსიას მოთხოვნაზეა დამოკიდებული"
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის სფეროში რჩება. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
"იან ზომერის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს კლუბი დატოვოს იმავე ფასში, რაც ბაიერნმა მის გასაფორმებლად გადაიხადა.
როგორც ამ კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, ბაიერნს სიაში ჰყავს მამარდაშვილი, ტრანსფერი დამოკიდებული იქნება რა ფასს მოითხოვს ვალენსია. ", - წერს იტალიელი ინსაიდერი სოციალურ ქსელში.
რომანო ასევე წერს, რომ "ინტერმა" დაიწყო მოლაპარაკებები "ბაიერნიდან" იან ზომერის შესაძენად. ის სიის სათავეშია ანატოლი ტრუბინთან ერთად, მილანური კლუბი განიხილავს ორივე მეკარეს ყიდვას, თუ ანდრე ონანა მანჩესტერ "იუნაიტედს" შეუერთდება.