ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: დელეი ბლინდი ლა ლიგაში ითამაშებს

ფაბრიციო რომანო: დელეი ბლინდი ლა ლიგაში ითამაშებს
თარიღი 07 ივლ 2023, 11:47
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ნიდერლანდელი მცველ დალეი ბლინდი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, 33 წლის მცველი "ჟირონაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლასთან ახლოსაა. ფეხბურთელი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბლინდმა გასული სეზონი "აიაქსში" დაიწყო, სანამ ზამთარში "ბაიერნში" გადავიდოდა.