ავტორიზაცია

კანავარო: "გეტყვით, რატომ გაუჭირდა კვარაცხელიას ბოლო მატჩებში თამაში"

კანავარო: "გეტყვით, რატომ გაუჭირდა კვარაცხელიას ბოლო მატჩებში თამაში"
თარიღი 07 ივლ 2023, 15:08
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო "ნაპოლის" ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ტურნრიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"კვარაცხელია კარგი და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელსაც მომატების პოტენციალი აქვს. სეზონის პირველი ნახევარი მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

რატომ ვერ ითამაშა იგივენაირად მეორე ნახევარში? ამის გაკეთება რთულია, რადგან იტალიაში მეტოქეს ადვილად სწავლობენ და იციან, როგორ გააჩერონ ისინი.

კვარაცხელიამ კი ახალი გზები უნდა მოძებნოს, თუ როგორ გაექცეს მცველებს მომავალ სეზონში", - განაცხადა კანავარომ.