ავტორიზაცია

"რატომ ვარჩიე რეალი ბარსელონას?" - გიულერის კომენტარი

"რატომ ვარჩიე რეალი ბარსელონას?" - გიულერის კომენტარი
თარიღი 07 ივლ 2023, 15:57
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელი არდა გიულერი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

ახალ კლუბში წარდგენის შემდეგ, გიულერმა კომენტარი გააკეთა და სამეფო კლუბში გადასვლის მიზეზი დაასახელა.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ოჯახს და კლუბს, ვინც ამ ტრანსფერში იყვნენ აქტიურად ჩართული. რეალი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და მინდა მათი ლეგენდა გავხდე.

რატომ ვამჯობინე ბარსელონას რეალი? - რეალში თამაში ბავშვობიდანვე ჩემი პრიორიტეტი იყო და არც მიფიქრია, ისე მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა გიულერმა.