ავტორიზაცია

კარაგერი ფერდინანდს დაუპირისპირდა: "ვისგანაც ფულს იღებ, იმათზე ცუდს არ ამბობ!"

კარაგერი ფერდინანდს დაუპირისპირდა: "ვისგანაც ფულს იღებ, იმათზე ცუდს არ ამბობ!"
თარიღი 07 Jul 2023, 16:18
რამდენიმე დღის წინ, რიო ფერდინანდო საუდის არაბეთში ფეხბურთელების მაისურ წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნორმალური ფაქტია და სხვა ქვეყნებსაც შეუძლია იგივე გააკეთონ.

მის ამ განცხადებას ასევე ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი, ჯიმი კარაგერი საჯაროდ გამოეხმაურა.

"მე არ მომწონს ის, რასაც საუდის არაბეთში აკეთებენ. არ მინდა, მათ იყიდონ ფეხბურთელები, როგორც მათ იყიდეს გოლფი.

შენ კი ამ ფაქტს ისევე ეთანხმები, როგორც ყატარში მუნდიალის ჩატარებას, რადგან ცუდს არ ამბობ იმაზე, ვინც ფულს გიხდის", - თქვა კარაგერმა ფერდინანდზე.