ქუთაისში ტრანსფერები დაიწყო: ტორპედომ მათი ყოფილი ფეხბურთელი დაიბრუნა

ქუთაისის “ტორპედომ ევროტურნირებისთვის გაძლიერება და ტრანსფერების განხორციელება დაიწყო.
Goal.ge-ს ინფორმაციით, იმერულმა კლუბმა მათი ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ფანცულაია დაიმატა.
გამოცდილი ფორვარდი ბოლოს ყაზაზურ “კასპიიში” გამოდიოდა, “ტორპედოში” კი 2020 წელს თამაშობდა, სადაც 7 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიურ “სარაევოს” შეხვდება.
იმერლებმა მის გარდა რაჰმატ აკბარი და მეკარე კლიაიჩიც დაიმატეს.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი