პსჟ-მ 11 ფეხბურთელის სია შეადგინა ვისაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გაყიდის
"პარი სენ-ჟერმენი" ამჟამინდელი შემადგენლობის დიდი ნაწილის გაშვებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ პარიზელებმა მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და თანამდებობიდან გათავისუფლებული კრისტოფ გალტიეს ნაცვლად ლუის ენრიკე დანიშნეს.
ცოტა ხნის წინ პარიზელებმა მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და თანამდებობიდან გათავისუფლებული კრისტოფ გალტიეს ნაცვლად ლუის ენრიკე დანიშნეს.
აღდგენის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მოთამაშეების მასიური გაყიდვა.
L'Equipe-ს ცნობით, კლუბი სასწრაფოდ გასაყიდად შემდეგ 11 ფეხბურთელს გამოიყვანს: ლეანდრო პარედესი, მაურო იკარდი, იულიან დრაქსლერი, კეილორ ნავასი, აბდუ დიალო, ხუან ბერნატი, კოლინ დაგბა, ლევენ კურზავა, უგო ეკიტიკე, ჟორჟინიო ვეინალდუმი და ტიმოტე პემბელე.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან "პსჟ"-მ მანუელ უგარტეს, მარკო ასენსიოსა და მილან სკრინიარის ტრანსფერის განხორციელება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან "პსჟ"-მ მანუელ უგარტეს, მარკო ასენსიოსა და მილან სკრინიარის ტრანსფერის განხორციელება შეძლო.