"12 წელში 545 მატჩი განსაკუთრებული მიღწევაა", - ტენ ჰაგი დე ხეას წასვლას გამოეხმაურა

ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დავიდ დე ხეას ოფიციალურად წასვლას გამოეხმაურა.
ესპანელმა გოლკიპერმა გუნდი 12-წლიანი კარიერის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„შესანიშნავი თვისებები და ძლიერი ხასიათია საჭირო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერთი მატჩი მაინც ჩაატარო. 12 წელში 545 თამაშის ჩატარება კი - განსაკუთრებული მიღწევაა, მითუმეტეს მეკარის პოზიციაზე, სადაც ყველა მატჩში ყურადღების ცენტრში ექცევი.
ის ოთხჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა და თანაგუნდელებმა, რაც მის დონეზე მეტყველებს და მას კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად დაიმახსოვრებენ.
მე პირადად მისი მადლიერი ვარ 25 მშრალი მატჩისთვის, რომელიც ერთად გასულ სეზონში ჩავატარეთ. ყველა ფეხბურთელი და პერსონალი მას საუკეთესოს უსურვებს გამორჩეული კარიერის მომდევნო ეტაპზე.“, - აღნიშნა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა.~