ავტორიზაცია

ვილი კაბალიერო ლესტერის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

ვილი კაბალიერო ლესტერის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა
თარიღი 09 ივლ 2023, 14:20
მანჩესტერ "სიტისა" და ჩელსის ყოფილი მეკარე ვილი კაბალიერო "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკის ასისტენტი გახდა, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობუნება.

არგენტინელმა მეკარემ ბოლო სეზონო "საუთჰემპტონში" გაატარა, ვისთამაც კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა.

2022/2023 წლების სეზონის ბოლოს, "ლესტერმა" პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატში დაქვეითდა.

ივნისში გამოცხადდა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 43 წლის იტალიელი მარესკის დანიშვნა.