ოფიციალურად: ლუკას ერნანდესი პსჟ-ს ფეხბურთელია

"პსჟ"-მ მიუნხენის "ბაიერნიდან" ლუკა ერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.
ფრანგულმა კლუბმა მცველთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პ
ფრანგულმა კლუბმა მცველთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პ
"პსჟ" ერნანდესის ტრანსფერში 48-50 მილიონ ევროს გადაიხდის.
ერნანდესი "ბაიერნში" 2019 წლიდან თამაშობდა. მიუნხენურ კლუბთან ერთად მან ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ორჯერ მოიგო გერმანიის სუპერთასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.