ავტორიზაცია

"პსჟ მის გარეშეც არსებობდა და კიდევ იარსებებს", - ლეონარდო მბაპეზე

"პსჟ მის გარეშეც არსებობდა და კიდევ იარსებებს", - ლეონარდო მბაპეზე
თარიღი 10 Jul 2023, 00:59
"პსჟ"-ს ყოფილი დირექტორი ლეონარდო ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება. საქმე ეხება კილიან მბაპეს, რომლის გუნდიდან წასვლის ალბათობა უდიდესია.

"ვფიქრობ, დროა პსჟ მბაპეს შეელიოს. ის გუნდიდან უნდა წავიდეს. პსჟ მბაპეს გარეშეც არსებობდა და კიდევ იარსებებს.

კილიანი ამ გუნდში 6 წელია თამაშობს, ამ 6 წელში კი ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა გუნდებმა მოიგეს, სადაც მბაპე არ ყოფილა, ამიტომ მის გარეშე ლიგის მოგება შესაძლებელი ყოფილა", - განაცხადა ლეონარდომ.

მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის მომავალს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.