"რატომ დავასრულე კარიერა 33 წლის ასაკში?" - ბეილის კომენტარი
უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ განმარტავს, რატომ დაასრულა კარიერა.
"ფეხბურთი არ მომბეზრებია, უბრალოდ მივხვდი, რომ მივაღწიე ყველაფერს, რაც მინდოდა. ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება უელსის ნაკრებს, მსურს შანსი ახალ თაობას მივცე, რათა მომავალში მან ქვეყნისთვის წარმატებული თამაშები აჩვენონ.
მინდოდა, ოჯახთან ერთად მეტი დრო გამეტარებინა, ჩემი შვილები ისე იზრდებიან, ვერც ვხვდებოდი. ამიტომ გადავწყვიტე კარიერის დასრულება", - განაცხადა ბეილმა.