გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაზე კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს.
ჩაკვეტაძემ და "სლოვანმა" შეთანხმებას ფრანგულ კლუბ "მეცთან" მიაღწიეს და ქართველი შემტევი საფრანგეთში იჯარის წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ "მეცი" გასულ სეზონში ლიგა 2-ში გამოდიოდა და ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა.
ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ჟორჟ მიქაუტაძეც თამაშობს, თუმცა უდიდესი ალბათობით, ამ ზაფხულს ის კლუბს დატოვებს.