ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს მაგუაიერის ტრანსფერში სოლიდური თანხის მიღება სურს

მანჩესტერ იუნაიტედს მაგუაიერის ტრანსფერში სოლიდური თანხის მიღება სურს
თარიღი 10 ივლ 2023, 16:27
ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დატოვოს. ამასთან, დაბრკოლება შეიძლება იყოს ის თანხა, რომლითაც კლუბი აფასებს 30 წლის ფეხბურთელს.

Manchester Evening News-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" მაგუაიერის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 58 მილიონ ევროს)
ითხოვენ.

მთლიანობაში, მაგუაიერმა მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში 175 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.