ავტორიზაცია

ნაპოლის პრეზიდენტმა ოსიმენთან დაკავშირებით კლუბის გეგმებზე ისაუბრა

ნაპოლის პრეზიდენტმა ოსიმენთან დაკავშირებით კლუბის გეგმებზე ისაუბრა
თარიღი 10 ივლ 2023, 18:56
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი არაერთი ევროპული გუნდის რადარზეა.

ნიგერიელის მომავალზე კომენტარი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.

"ვიქტორ ოსიმენს მომავალ სეზონში აუცილებლად ნაპოლის მაისურში ვიხილავთ. იმ შემთხვევაში, თუ დიდი შეთავაზება მოვა, ჩვენ ამას გავუმკლავდებით.

ისე, როგორც მივაკვლიეთ კვარას, ოსიმენს და სხვებს, ანალოგიურად სხვა მოთამაშეს ვადევნებთ თვალს. ”, – თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.

ოსიმენმა სამი სეზონის განმავლობაში "ნაპოლიში" 101 მატჩი ჩაატარა, 59 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.