38 წლის ეშლი იანგი კარიერას ისევ პრემიერ ლიგის გუნდში გააგრძელებს
38 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ეშლი იანგი კარიერას ასტონ ვილადან ევერტონში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა ლივერპულურ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ერთწლიან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
იანგი ევერტონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მისი კონტრაქტი ასტონ ვილასთან 30 ივნისს ამოიწურა.
წინა სეზონში ეშლი იანგმა ვილას მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.