არაბები არ ჩერდებიან - ალ-ჰილალმა 70 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა
საუდის არაბეთის გუნდები არ ჩერდებიან და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები თავიანთ ჩემპიონატში მიჰყავთ.
ამჯერად, მათ თვალი "მანჩესტერ სიტის" შემტევს ბერნარდო სილვას დაადგეს, რომელმაც წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
50 მილიონის შემდეგ, ალ-ჰილალმა "მანჩესტერ სიტის" 70 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა და პასუხის მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ სილვას შეძენით "ბარსელონა" და "პსჟ"-ც ინტერესდებიან. რამდენიმე კვირის წინ, პორტუგალიელმა თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.