ნაპოლის პრეზიდენტი: "ეს ერთადერთი გუნდია, სადაც შესაძლოა ოსიმენი გადავიდეს"

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, "ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდით ვიქტორ ოსიმენით ბევრი გუნდი ინტერესდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა გააკეთა.
"დარჩენა თუ არა ოსიმენი? - იმედი მაქვს, კი. მას ბევრი შემოთავაზება აქვს, თუმცა ჩვენი მიზანი ამ ფეხბურთელის შენარჩუნებაა.
ერთადერთი გუნდი, სადაც შესაძლოა ოსიმენი გადავიდეს, არის "პსჟ." ვნახოთ, როგორ იაქტიურებს ალ-ხელაიფი, რადგან მას შეუძლია ისეთი მსუყე კონტრაქტი გაამზადოს, რომ მისაღები იყოს ჩვენთვისაც და ფეხბურთელისთვისაც", - განაცხადა დი ლაურენტისმა.