ბაიერნი მზადაა კეინს ერთი წელი დაელოდოს
"ბაიერნს" ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე "ტოტენჰემთან" რთული მოლაპარაკებები აქვს.
SportBild-ის ცნობით, მიუნხენურმა კლუბმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ თუ ინგლისელის ხელმოწერა ამ ზაფხულს ვერ მოხერხდა, მაშინ თავდამსხმელი ერთი წელი დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი ფორვარდი "ტოტენჰემთან" კონტრაწტს არ გაახანგრძლივებს, 2024 წლის ზაფხულში კეინი თავისუფალ აგენტი გახდება.