ავტორიზაცია

თბილისის დინამო ასტანაში დიდი დანაკლისით ჩავიდა

თბილისის დინამო ასტანაში დიდი დანაკლისით ჩავიდა
თარიღი 11 Jul 2023, 18:07
11 ივლისს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახეთს 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ კლუბს ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე კირკიტაძე და ზორან მარუშიჩი ვერ დაეხმარებიან.

დინამო თბილისის შემადგენლობა ასტანას წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე

მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი

შემტევები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი

ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ ასტანა არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 11 ივლისს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

​ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ადგილობრივ ასტანასა და დინამო თბილისს შორის 12 ივლისს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Fcdinamo.ge