ავტორიზაცია

"მსურს თუ არა რუსეთში დაბრუნება?" - საბა კვერკველიას კომენტარი

"მსურს თუ არა რუსეთში დაბრუნება?" - საბა კვერკველიას კომენტარი
თარიღი 11 ივლ 2023, 23:09
აზერბაიჯანული "ნეფტჩის" ქართველმა მცველმა, საბა კვერკველიამ, რუსეთის პრემიერ ლიგაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბარს თავი აარიდა. 

წინასასეზონო მზადებისას, "ნეფტჩი" ზენიტთან 1:3 და ცრვენა ზვეზდასთან 0:4 დამარცხდა. 

"კარგი ამხანაგური ტურნირი გამოდის, ძლიერი გუნდები თამაშობენ. ჩვენთვის ეს შეკრებასავითაა, თუმცა ჯერ არ გამოგვდის, რაც არასასიამოვნოა. 

ისურვებდით თუ არა რუსეთში დაბრუნებას?

არ ვიცი. 

რუსეთიდან შემოთავაზებები გქონდათ?

ვერ გიპასუხებთ. 

ანუ გქონდათ?

ვერ გიპასუხებთ." - ასე დაასრულა პრესასთან საუბარი კვერკველიამ.