ავტორიზაცია

ლეო მესი მაიამიში კონტრაქტის გასაფორმებლად და პრეზენტაციისთვის ჩაფრინდა

ლეო მესი მაიამიში კონტრაქტის გასაფორმებლად და პრეზენტაციისთვის ჩაფრინდა
თარიღი 12 ივლ 2023, 00:03
ლეო მესი „ინტერ მაიამიში“ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ში ჩაფრინდა.

35 წლის არგენტინელი დღეს მაიამიში ჩაფრინდა, სადაც უახლოეს დღეებში ახალ გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

ფეხბურთელის პრეზენტაცია კონკაკაფის თასის ფინალის შესვენებამდე იგეგმება, რომელიც კვირაზეა დათქმული.

არის შანსი, რომ ლეო მესისთან ერთად, „ინტერ მაიამიმ“ იმავე დღეს სერხიო ბუსკეტსიც წარადგინოს.