ავტორიზაცია

იუვენტუსმა კიეზას მინიმალური სატრანსფერო ფასი დაასახელა

იუვენტუსმა კიეზას მინიმალური სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 12 Jul 2023, 11:04
ტურინში "იუვენტუსმა" შემტევი ნახევარმცველის ფედერიკო კიზას ტრანსფერის კომპენსაციის ოდენობა დაასახელა, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა გაყიდოს ფეხბურთელი, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მაინც შესთავაზებენ. 

ფედერიკოს პრეტენდენტებს შორის ინგლისური კლუბები - "ნიუკასლი", "ლივერპული" და "ასტონ ვილა" არიან.

კიეზა "ბებერ ქალბატონთან" ხელშეკრულებით 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გასულ სეზონში მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.